Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

თაკო ნაცვლიშვილი არმანის ახალი კოლექციის რეკლამაში

5 ოქტომბერი, 2015

1tako-nacv16 წლის ქართველმა მოდელმა თაკო ნაცვლიშვილმა წარმატებით დიწყო ახალი სეზონი საერთაშორისო პოდიუმზე. ლამაზმანმა ნიუ იორკის მოდის კვირეულში მიიღო მონაწილეობა და მსოფლიოს ცნობილი ბრენდების კოლექციები წარმოადგინა.

თაკოს დებიუტი იანვარში ვერსაჩის ჩვენებაზე შედგა. პარიზში შერჩეულ სუპერ-მოდელთა შორის 16 წლის ქართველი მოდელიც დასახელდა. თაკო იყო ერთადერთი დამწყები მოდელი, რომელიც მსოფლიოში ცნობილ მოდელებთან ერთად აღმოჩნდა პოდიუმზე.

პირველად თაკოს სილამაზე დონატელა ვერსაჩემ შეამჩნია, თავის ფავორიტად აღიარა და ჩვენებაშიც მიაღებინა მონაწილეობა. ვერსაჩეს ჩვენებებს მოყვა დიორის, არმანის, დოლჩე და გაბანას კოლექციების ჩვენებები და თაკო გახდა პირველი ქართველი მოდელი, რომელმაც ასეთი ცნობილი დიზაინერების კოსტიუმები მოირგო და პოდიუმზე გაიარა პარიზში, მილანში და ლონდონში.

თაკო ნაცვლიშვილის სილამაზე ჯორჯო არმანიმაც აღიარა და თავის ფავორიტ გოგოდ დაასახელა. ქართველი მოდელის მოწონება იმით გამოიხატა, რომ თაკომ მიიღო კონკრეტული შეთავაზება არმანისგან – მილანში ჩაფრინდა და კატალოგის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. მოგვიანებით არმანიმ თაკო თავის საიუბილეო ჩვენებაშიც გამოიყვანა.

აგვისტოში კი ცნობილი გახდა, რომ დეკემბერში არმანის ახალი კოლექცია გამოვა და მას რეკლამას თაკო ნაცვლიშვილი გაუწევს.