26 ოქტომბერი, 2015

სოფო ბედია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

1sopo-bediaმას შემდეგ, რაც მომღერალ სოფო ბედიას მეუღლემ, მიშა მესხმა ქართველი მომღერლები უშვერი სიტყვებით შეამკო, მის მიმართ საზოგადოების აგრესია გაიზარდა. სოფო ბედია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც საჯაროდ საუბრობს მისთვის მნიშვნელოვან თემებზე.

სოფო ბედია:

“მოგესალმებით მეგობრებო! არასოდეს გამოვირჩევი ჩემი პოსტებით ზოგადად პოლიტიკაზე! ვარ ძალიან “ა” პოლიტიკური ადამიანი! მე მომღერალი ვარ და, შესაბამისად, ვმღერი ჩემი საყვარელი მსენელისთვის! რაც შეეხება რუსთავი 2-ს! დიახ მე “ჯეოსტარით” გავხდი ცნობილი, დიახ, ბრავო” იყო წარმატებული პროექტი და ბევრი სხვა გადაცემები რუსთავი 2-ზე! მე პირადად დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მაია ასათიანს და მის მთელ შემოქმედებით ჯგუფს! მაიკო გვიყვარხარ მეც და მიშასაც! მიყვარს და პატივს ვცემ “პროფილის” პროდიუსერებიდან დაწყებული, ოპერატორებით დამთავრებული ყველა! მიყვარს “მარაო”, “რუსთავი 2″! ყველა გადაცემის სტუმარი ვიყავი და მადლობა ამისათვის!

რაც შეეხება სიტყვის თავისუფლებას, აქ მემგონი საფრთხე არავის ემუქრება! საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ მფლობელი იბრუნებს თავის კუთვნილ ტელევიზიას! ვფიქრობ, რომ ამ თემის გაპოლიტიზირება არ არის ლამაზი! ქიბარ ხალვაში არის ძალიან კეთილი და კარგი პიროვნება! არაჩვეულებრივი ადამიანი, მეუღლე, მამა და მეგობარი! მე მასზე ბევრი კარგი მსმენია, არამარტო ჩემი მეუღლისაგან, არამედ ძალიან ბევრი კომპეტენტური ადამიანისაგან! ბატონო ქიბარ, გისურვებთ წარმატებას და, იმედია, სიმართლე გაიმარჯვებს!”