Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

შოთა იათაშვილი: ,,ცენზურა აყვავებულა საქართველოში’’

17 ოქტომბერი, 2015

1shota-iatashviliპოეტი შოთა იათაშვილი საქართველოში ცენზურის აყვავებაზე ღიად საუბრობს და მაგალითად კონკრეტული ფაქტი მოყავს, რომელიც თბილისობის დღესასწაულის საზეიმო კონცერტზე თავად შეემთხვა.

შოთა იათაშვილი:

“ცენზურა აყვავებულა კვლავ საქართველოში…

ახლა თბილისობის საზეიმო კონცერტი რომ მიდის მეიდანზე და ტელევიზიითაც გადაიცემა, წამყვანების ტექსტი მე შემიკვეთეს. ყველაფერი უპრობლემოდ შევათანხმე რეჟისორთან. კონცერტი ჩემი ლექსით უნდა დაწყებულიყო. მაგრამ კონცერტის დაწყებამდე ერთი საათით ადრე რეჟისორთან მიდის მერიის წარმომადგენელი და ეუბნება, შოთა იათაშვილის ამ ლექსმა ეკლესიის გულისწყრომა არ გამოიწვიოსო. ძალიან არ უნდოდა რეჟისორს ამ ტექსტის ამოღება, მაგრამ მაინც ამოაღებინეს. აბა წაიკითხეთ, ეს უწყინარი ტექსტიც კი ცენზურის ქვეშ რომ მოყვება, იქნებ საბჭოთა კავშირზე უარეს დროში ვცხოვრობთ უკვე და ჯერ ვერ მივმხვდარვართ ამას?

***

ჯერ იყო მეტეხის ეკლესია.
მერე – ციხე,
ხოლო მერე ხელოვნების მუზეუმი…
შემდეგ – მეტეხის თეატრი და
ბოლოს ისევ ეკლესია.
ყველა ტურისტი მეტეხზე აჰყავთ.
ვიღაცას ალბათ ეუბნებიან,
ვიღაცას – არა,
რომ ის იყო ჯერ ეკლესია,
მერე ციხე, მუზეუმი, თეატრი და
ახლა ისევ ეკლესიაა…
მერე… არ ვიცით რა იქნება…
ვიცით ის, რომ
ერთი დიდი მეტეხია ჩვენი თბილისი –
ეკლესიაც, მუზეუმიც, ციხეც, თეატრიც.
აქ მისი ყველა კიდე წებდება.”