15 ოქტომბერი, 2015

შალვა რამიშვილის შოუს წამყვანი შეეცვალა

1shalvas-shouშალვა რამიშვილის შოუს, რომელიც იმედის ეთერში წელიწადნახევარია გადის, წამყვანი შეეცვალა. სავარაუდოდ, გადაცემას სახელწოდებაც შეეცვლება და “შალვა რამიშვილის შოუ” აღარ ერქმევა.

ინფორმაციას შალვა რამიშვილი თავად ავრცელებს:

“23 ოქტომბრიდან “იმედს” ყოველ კვირას საღამოს ახალი შოუს წამყვანი ეყოლება. გულწრფელ მადლობას გიხდით რომ მიტანდით წელიწადნახევრის განმავლობაში. მე ამჯერადაც ამპლუას ვიცვლი, თქვენ კი ამ ნიჭიერ კაცს გიტოვებთ რომელმაც უკვე დალია ჩემი ჩაი.”

გავრცელებული ინფორმაციით, შალვა რამიშვილი იუმორიდან პოლიტიკაში ინაცვლება და სულ მალე იუმორისტული შოუს ნაცვლად, პოლიტიკურ გადაცემას წაიყვანს. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია და თავად შალვასაც არ სურს დამატებით ამ ცვლილებებზე საუბარი.

1shalva-ramishvilis-shou