13 ოქტომბერი, 2015

სასიამოვნო სიახლეები ოთო ნემსაძის ცხოვრებაში

1otoმომღერალი ოთო ნემსაძე ჯეოსტარიდან გაიცნო მსმენელმა, ამ კონკურსში მისი გამარჯვება კი გახდა დასტური ახალგაზრდა მომღერლის უდავო ნიჭიერებისა.

ჯეოსტარის მოგებით ოთო არ დაკმაყოფილდა და საქართველოს საზღვრებს გასცდა. მან მონაწილეობა მიიღო უკრაინულ “ახალ ხმაში” და ფინალისტიც გახდა. საქართველოში დაბრუნებულ ოთოს კიდევ ერთი გამარჯვება ელოდა წინ – ის მაყურებელმა მუსიკალური შოუ “ბრავოს” გამარჯვებულად დაასახელა.

შემოქმედებით წარმატებებს პირადი წარმატებებიც მოყვა – ოთომ ცოლი მოიყვანა. თამთა კუპრავასთან ქორწინებამ მხოლოდ ერთ წელს გასტანა და წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

ხანმოკლე პაუზის შემდეგ, ოთოს ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო – მომღერალმა მეგობრებთან ერთად შექმნა ბენდი Limbo და ერთგულ მსმენელს უკვე ორი კომპოზიციაც შესთავაზა.

შემოქმედებით სიახლესთან ერთად, ოთომ პირად ცხოვრებაში მომხდარი სასიამოვნო სიახლეც გაასაჯაროვა – მან ფართო საზოგადოებას თავისი ახალი რჩეული სოფო მეძმარიაშვილი წარუდგინა.

1oto-mensadze