7 ოქტომბერი, 2015

საქართველოში სახალხო თეატრების ფესტივალი დაარსდა

1saxalxo-teatrebis-festivaliსაქართველოში სახალხო თეატრების ფესტივალი დაარსდა. სადებიუტო ფესტივალის მასპინძელი გორი იქნება. ფესტივალის მიზანი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში არსებული სახალხო თეატრების საქმიაობის პოპულარიზაცია და მოტივაციის ამაღლებაა.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის თეატრები – ბორჯომის, სამტრედიის, საჩხერის, საგარეჯოს, ხარაგაულის, წყალტუბოს, ბაღდათის და ჩოხატაურის სახალხო თეატრები.

ფესტივალი გორში 10 ოქტომბერს საზეიმოდ გაიხსნება. 23 ოქტომბერს კი დასკვნით საღამოზე გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები. ფესტივალზე დაწესებულია ნომინაციები საუკეთესო სპექტაკლი, მამაკაცის საუკეთესო როლი, მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლი, ქალის საუკეთესო როლი, ქალის მეორეხარისხოვანი როლი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო მხატვარი, საუკეთეს მუსიკალური გამფორმებელი.

გამარჯვებულებს გამოავლენს სპეციალური ჟიური, რომლის შემადგენლობაში შედიან კრიტიკოსები და თეატრმცოდნეები – ნიკა წულუკიძე, ლელა ოჩიაური და ლაშა ჩხარტიშვილი.