6 ოქტომბერი, 2015

სალომე ოკუჯავა: ,,ჩემთვის პანტომიმა სიყვარულია”

salome-okujavaვებგვერდი “artinfo.ge” და პანტომიმის სახელმწიფო თეატრი pantomime.ge გთავაზობთ ერთობლივ პროექტს, სადაც ფართო საზოგადოებას კიდევ უფრო ახლოს გააცნობს პანტომიმის თეატრის მსახიობებს.

სალომე ოკუჯავა 29 წლისაა. განათლება: საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამსახიობო ფაკულტეტი, პანტომიმის მსახიობი.

2009 წლიდან დღემდე არის პანტომიმის სახელმწიფო თეატრის მსახიობი. მიღებული აქვს მონაწილეობა სპექტაკლებში: „კიდევაც დაიზრდებიან“, „ტერენტი გრანელი“, „წმინდა გიორგი“, „ქრისტე”, “სამყარო“, „სონეტები“, „STOP AIDS“, “ტიტუსი“, „ლუარსაბი“, „ოცნება და სინამდვილე“, „ფიროსმანი მეფე“, „დონ ჟუანი“, „პროლოგი“, „წიგნი“, „საქართველო ლამაზო“, „დუმილის პოეზია“.

სალომე ოკუჯავა:

– ჩემთვის პანტომიმა ცხოვრებას და სიყვარულს ნიშნავს, რომლითაც ვცხოვრობ 13 წელი.

– რატომ აირჩიეთ ეს ჟანრი?

– იმიტომ ავირჩიე პანტომიმა, რომ ყველაზე განსხვავებული, საინტერესო, იშვიათი და ემოციურია. ჩემი საყვარელი სპექტაკლია „ფიროსმანი მეფე“, რომელშიც ბატონმა ამირანმა წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე.

– პანტომიმის რომელი მსახიობია თქვენი რჩეული?

– რა თქმა უნდა, ბატონი ამირანია ჩემთვის გამორჩეული მსახიობი, ჩვენი თანამედროვე ბუბა ბასიშვილი და ლუკა ჩხაიძე.

– საოცნებო როლი გაქვთ?

– საოცნებო როლი არ მაქვს, ყველა ახალი როლი და სპექტაკლი საოცრებაა და საინტერესო.

– რა არის ყველაზე დიდი სირთულე პანტომიმაში?

– პანტომიმის ჟანრი აერთიანებს ხელოვნების ბევრ ჟანრს, რაშიც მდგომარეობს მისი სირთულე. ევროპული და ქართული პანტომიმა საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან. ქართული პანტომიმა განსხვავდება, თუნდაც ქართული სულისკვეთებიდან გამომდინარე და ქართული ემოციით, ჩვენ თეატრს ძალიან ბევრი ქართული სპექტაკლი გააჩნია, რომლებსაც ვერ შევადრი ევროპულ პანტომიმას, ჩვენი ქართული უფრო მდიდარია და ყველასგან განსხვავებული.

– ყველაზე მეტად რას უსურვებთ პანტომიმის თეატრს?

– ჩემს თეატრს ვუსურვებ ბევრ პრემიერას და იმ შენობას, რომელსაც წლებია ველოდებით, მინდა ნიჭიერი ახალი თაობა მუდამ მოდიოდეს ჩვენს თეატრში.

1salome-okyjava