Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

სალომე ღვინიაშვილი უმუშევარი დარჩა

20 ოქტომბერი, 2015

1salome-gviniashviliმოდელი და ახალბედა დიზაინერი სალომე ღვინიაშვილი უმუშევარი დარჩა. ფეხბურთელ ზურა ხიზანიშვილის მეუღლე სამოდელო ბიზნესისა და სამი შვილის აღზრდის გარდა, კიდევ სხვა მნიშვნელოვანი საქმეებითაც იყო დაკავებული.

მან გასულ წელს თავისი ინსტრუქტორის იდეა განახორციელა და ვაკის აუზ “ნეპტუნის” ტერიტორიაზე კაფე გახსნა, რომელსაც “ფიტ-კაფე” უწოდა. კაფეში ქუჩიდან შესვლა ნებისმიერ რიგით მომხმარებელს არ შეეძლო და იქ მხოლოდ ის კლიენტები ხვდებოდნენ, ვინც ჯანსაღი წესით ცხოვრობდა – ცურავდა ან ვარჯიშობდა.

“ფიტ-კაფე” იყო პირველი კაფე საქართველოში, რომელიც მომხმარებელს მხოლოდ ჯანსაღ საკვებს სთავაზობდა. როგორც ჩანს, ჯანსაღი ცხოვრების წესი საქართველოში ჯერ კიდევ კარგად არ დამკვიდრებულა, რადგან კაფეს ძალიან ცოტა მომხმარებელი ჰყავდა და ერთწლიანი მუშაობის შემდეგ, მოდელმა მისი დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.