Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

საგარეჯოს თეატრმა გრანპრი მოიპოვა

23 ოქტომბერი, 2015

1granpriსაგარეჯოს თეატრმა გრანპრი მოიპოვა. რეჟისორ ნიკოლოზ საბაშვილის მიერ დადგმული სპექტაკლი “სისტემა” სახალხო თეატრების ფესტივალის ჟიურიმ საუკეთესოდ ჩათვალა და ფესტივალის უმაღლესი ჯილდო მიანიჭა.

სადებიუტო ფესტივალის დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გორში გაიმართა. ჟიურიმ თეატრმცოდნეებისა და კრიტიკოსების შემადგენლობით, ნომინაციებში გამარჯვებულები გამოავლინა და დააჯილდოვა:

საუკეთესო რეჟისორი – ირინე ჩხეიძე ხარაგაულის თეატრი “დარისპანის გასაჭირი”;

საუკეთესო მამაკაცი მსახიობი – პავლე აბულაძე ბაღდადის თეატრი “მიტოვებული”;

საუკეთესო ქალი მსახიობი – ირმა გედენიძე წყალტუბოს თეატრი “მეცამეტე შეხვედრა”;

ქალის მეორეხარისხოვანი როლი – ქეთევან კუკულავა ჩოხატაურის თეატრი;

მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლი – სოსო გელაშვილი ბორჯომის თეატრი “ყვარყვარე”;

საუკეთესო სცენოგრაფია – ნანა რუხაძე სამტრედიის თეატრი;

საუკეთესო მუსიკალური გაფორმება – ლია დარბაიძე საჩხერის თეატრი “გამზრდელი”.