25 ოქტომბერი, 2015

რუსკა მაყაშვილი დაინიშნა

1ruska-dainishnaრუსთაველის თეატრის მსახიობი რუსკა მაყაშვილი დაინიშნა. ამ ინფორმაციის დამადასტურებელი ფოტო მსახიობმა სოციალურ ქსელში თავადვე გამოაქვეყნა.

მოგვიანებით კი ეს ინფორმაცია “ნიჭიერის” ოფიციალურმა გვერდმაც დაადასტურა:

“ესეთი სასიხარულო ამბავი გვაქვს, ჩვენი ჟიურის ყველაზე მხიარულ წევრს გუშინ ნიშნობა ჰქონდა.”

რუსკა მაყაშვილის რჩეული მორაგბე სანდრო ნიჟარაძეა.