23 ოქტომბერი, 2015

როგორია ფილმი თამარ მეფეზე?

1tamar-mefis-filmiროგორი იქნება ფილმი თამარ მეფეზე? – ამ კითხვაზე პასუხი თითოეულ ჩვენგანს ძალიან აინტერესებს, რადგან ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც უძლიერესი ქალი მეფე ფილმის მთავარ გმირად იქცა.

“არტინფო” რამდენიმე დღის წინ იუწყებოდა, რომ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეულ მეფეზე – თამარზე პირველი ფილმი გადაიღეს.

კინოსტუდია “ხომლი” დოკუმენტურ ფილმზე “თამარ მეფე” ორი წლის განმავლობაში მუშაობდა. ფილმი შემეცნებითია და რეკომენდებულია საგაკვეთილო პროცესისთვის, როგორც დამხმარე ვიზუალური სახელმძღვნელო.

ახალ შემეცნებით ფილმში თამარ მეფის როლს ახმეტელის და კინომსახიობთა თეატრის მსახიობი ანა მატუაშვილი ასრულებს. მის მეუღლეებს ივანე რუსსა და დავით სოსლანს გიორგი მერებაშვილი და გოგიტა ტრაპაიძე განასახიერებენ. ფილმში ასევე მონაწილეობენ გივი ჩუგუაშვილი, დარეჯან ხარშილაძე, გიორგი ზანგური, რომელიც მხატვარია და ამავე დროს მთხრობელიც და მაყურებელს თამარ მეფეზე ცნობილ და უცნობ ისტორიებს უყვება.

ფილმის რეჟისორმა ლევან ლომაშვილმა გაითვალისწინა მაყურებლის დიდი ინტერესი და მოლოდინი და ფილმის ტრეილერი ინტერნეტში განათავსა.