20 ოქტომბერი, 2015

რეზო ჭეიშვილი დააჯილდოვეს

1rezo-cheishviliმწერალი და დრამატურგი რეზო ჭეიშვილი დააჯილდოვეს. ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის ერთი თვის წინ გარდაცვლილ შემოქმედს სპეციალური ჯილდო გადაეცა.

რეზო ჭეიშვილი ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის „თბილისი 2015“ სპეციალური მადლობის დიპლომის მფლობელი გახდა. კუთვნილი ჯილდო მწერლის ოჯახმა მიიღო.

ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსმა სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულებიც გამოავლინა და დააჯილდოვა. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ ლიტერატურის, ფერწერის, არქიტექტურის, სკულპტურის, სიმღერის და ფოტოგრაფიის დარგში მოღვაწე შემოქმედებს. მათი ნამუშევრები შეაფასა შვიდკაციანმა ჟიურიმ ნიკოლოზ შენგელაიას, დათო ევგენიძის, ნესტან ნიჟარაძის, კონსტანტინე ჯანდიერის, მურაზ მურვანიძის, მარიამ წიკლაურისა და დიმიტრი მოსულიშვილის შემადგენლობით. ჟიურიმ 300-მდე ნამუშევრიდან თითო ნომინაციაში გამოავლინა მხოლოდ ერთი გამარჯვებული.

დაწესებულ ნომინაციებში გამარჯვებულები გახდნენ:

წლის საუკეთესო პროზაული ნაწარმოები – ნიკოლოზ ქვრივიშვილი;
წლის საუკეთესო პოეტური ნაწარმოები – სოსო მეშველიანი;
წლის საუკეთესო ესე („ჩემი თბილისი“ – სასკოლო ასაკის ბავშვებისვის) – ცოტნე ცქიტიშვილი;
წლის საუკეთესო სიმღერა – ნინო ჩხიკვაძე;
წლის საუკეთესო ფერწერა – ჯულია სანიკიძე;
წლის საუკეთესო ქანდაკება – დათო აბაშვილი;
წლის საუკეთესო ფოტოხელოვნება – ვახტანგ ხეთაგური;
წლის საუკეთესო არქიტექტურა – გეგა ასტახიშვილი;
ჟიურის სპეციალური პრიზი – ნინო სადღობელაშვილი.

გამარჯვებულებს გადაეცათ კონკურსის პრიზი – სიმბოლო, XII საუკუნის არტეფაქტის, ხოხბის გამოსახულების სტილიზებული ვარიანტი, რომელიც სპეციალურად ამ კონკურსისთვის გია ჯაფარიძემ შექმნა. გამარჯვებული ავტორებისთვის დაწესდა ერთჯერადი ფულადი ჯილდო 1500 ლარის ოდენობით.

წამახალისებელი საჩუქრები და დიპლომები გადაეცათ მირიან რჩეულიშვილს, მიხეილ ტატანაშვილს, ნინო გუგეშაშვილს, ბაღათერი არაბულს, გიორგი არაბულს, კატო ჯავახიშვილს, თინათინ მღვდლიაშვილს, ლიზი ბუდაღაშვილს, ნინო გოგნაძეს, სოფიო ჭელიძეს, მარიანა ჩოჩიას, დავით არჩვაძეს, გიგი ჭიპაშვილს, ლელა ცუცქირიძეს და გენადი ზაქარაიას.