27 ოქტომბერი, 2015

რა გაიხსნა ელისო ბოლქვაძის გაჩუქებულ სახლში?

1guturi“არტინფო” უკვე წერდა, რომ იუნესკოს მშვიდობის არტისტმა ელისო ბოლქვაძემ მამისეული სახლი გააჩუქა. ჩოხატაურის რაიონის სოფელ გუთურში მწერლისა და იუმორისტის ზაურ ბოლქვაძის სახლი პიანისტმა შემოდგომაზე საჩუქრად სოფელს გადასცა.

ამ სახლში სასკოლო მზაობის ცენტრი გაიხსნა, რომელიც 5-6 წლის ბავშვებს სპეციალური პროგრამით სასკოლოდ მოამზადებს:

“მსოფლიოში ცნობილმა მუსიკოსმა ქალბატონმა ელისო ბოლქვაძემ, თავისი მამისეული დაგვითმო, სადაც დროებით განთავსდა სასკოლო მზაობის ცენტრი, რისთვისაც მას დიდ მადლობას მოვახსენებთ,” – ნათქვამია ჩოხატაურის მუნიციპატილელის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თავად ელისო ბოლქვაძემ გამოთქვა სურვილი, რომ აქ მოწყობილიყო ზაურ ბოლქვაძის სახლ-მუზეუმი, სადაც ახალგაზრდობას შემოქმედებითი საღამოების ჩატარების საშუალება ექნებოდა, ყოველწლიურად, ზაფხულში კი ელისო ბოლქვაძე მამისეულ სახლში კონცერტებს თვითონაც გამართავდა.

1ggg