31 ოქტომბერი, 2015

ქართველმა მომღერლებმა ესპანეთში გაიმარჯვეს

1qartvelebis-ganmarjveba-espanetshiესპანეთში გამართულ ევროპის საერთაშორისო საგუნდო კონკურს-ფესტივალზე ქართველმა მომღერლებმა გაიმარჯვეს. ესპანეთის ქალაქ ბარსელონა-კალელიაში გამართულ ფესტივალში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, მათ შორის, იყვნენ კონკურსანტები საქართველოდანაც. ევროპის საერთაშორისო საგუნდო კონკურს-ფესტივალი კონკურსანტებს ხუთი დღის განმავლობაში მასპინძლობდა.

რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლის გოგონათა გუნდი ვერცხლის პრიზიორი გახდა და დიპლომიც გადაეცა. კონკურსში მონაწილეობა მიიღო სამუსიკო სკოლის 30-მა აღსაზრდელმა.

რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლა სხვადასხვა ფესტივალების, კონკურსებისა და გამოფენების გამარჯვებულია. მათ რიცხვს ესპანეთში გამარჯვებაც შეემატა.