9 ოქტომბერი, 2015

ქართველი რეჟისორის ფილმები ამერიკულ კინოფესტივალში მონაწილეობს

123ქართველი რეჟისორის გიორგი ჯანელიძის ორი ფილმი ამერიკული კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობს.

Great Lakes International Film Festival საკონკურსო პროგრამაში ქართველი რეჟისორის ორი მოკლემატრაჟიანი დოკუმენტური ფილმია ჩართული – “როდი, ლენონი და მე/ძველი ფოტოს ისტორია” და “ეს გოგონა ჩემია”.

მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების კატეგორიაში სულ 13 ფილმი მონაწილეობდა, ფინალისთვის 6 ფილში შეირჩა და მათგან ორი გიორგი ჯანელიძისაა. ფესტივალში მონაწილე ყველა ფილმის ნახვა ნებისმიერ დაინტერესებულ მაყურებელს ონლაინ რეჟიმში შეუძლია, ამისთვის კი მხოლოდ და მხოლოდ ფესტივალის ვებგვერდზე ბილეთის შეძენაა საჭირო.

ვინ გახდება ფესტივალის გამარჯვებული, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.