28 ოქტომბერი, 2015

ქართველი მწერლების მსოფლიო აღიარება

1qartveli-mwerlebi-espanuradგურამ დოჩანაშვილის, ბესიკ ხარანაულის, რეზო გაბრიაძის, ნუგზარ შატაიძის, აკა მორჩილაძის, ლაშა ბუღაძის, ზაზა ბურჭულაძის, დავით დეფის, თეონა დოლენჯაშვილის, ანა კორძაია-სამადაშვილის, ზურაბ ლეჟავას, მაკა მიქელაძის, ზაალ სამადაშვილის, ნინო ტეფნაძის, დავით ქართველიშვილის, არჩილ ქიქოძის, მამუკა ხერხეულიძის, კოტე ჯანდიერის, ირაკლი ჯავახაძის ნაწარმოებები ესპანურ ენაზე ითარგმნა.

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით და ტლაქსკალას კულტურის ინსტიტუტის (Instituto Tlaxcalteca de la Cultura) მიერ მექსიკაში გამოიცა ანთოლოგია სახელწოდებით თანამედროვე ქართული ლიტერატურა.

ქართველი მწერლების ნაწარმოებების მთარგმნელები პაბლო დუარტე სანჩესი და ლანა კალანდია არიან.