25 ოქტომბერი, 2015

ქართველი მოცეკვავეების გამარჯვება პრაღაში

1qartvelma-mocekvaveebma-gaimarjvesქართველი ხელოვანები წარმატებას წარმატებაზე აღწევენ. მომღერლები, მსახიობები თუ მოცეკვავეები სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებზე საპრიზო ადგილებზე გადიან და კიდევ ერთხელ ასახელებენ ჩვენს სამშობლოს.

გამარჯვებულთა რიგებს ქართული ანსამბლი “ლადი” შეუერთდა. სამტრედიელმა მოცეკვავეებმა გამარჯვება პრაღის იოზეფ რატილის სახელობის საერთაშორისო ფესტივალზე მოიპოვეს. ანსაბლის შემქმნელი და ხელმძღვანელი ბეჟან გოგიაა, ანსაბლის პროდიუსერი კი ამირან ბუთურიშვილი.

“ეს ფენომენალური, უნიჭიერესი ბავშვები თანაქალაქელ ვიცეპრემიერს, კახი კალაძეს კი არ მიადგნენ დახმარებისთვის, ქუჩა-ქუჩა მართავდენ კონცერტებს და ხურდა ფულებით ააგროვეს გასამგზავრებელი თანხა,” – ნათქვამია ანსამბლის გამარჯვებასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.

“კავკასიელი არწივები” – ასეთი სათაურებით აჭრელდა ჩეხური გაზეთები, რომლებმაც ქართველი მოცეკვავეების გამოსვლებს და წარმატებას არაერთი სტატია მიუძღვნეს.