Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ქართველი მოდელით Prada დაინტერესდა

15 ოქტომბერი, 2015

1elene-maxarashviliბოლო პერიოდში ქართველი მოდელები საერთაშორისო წარმატებას აღწევენ. თაკო ნაცვლიშვილი, ანა შელია, ელენე მახარაშვილი – ეს ის სახელებია, რომლებიც მოდის სამყაროში თამამ ნაბიჯებს დგამენ.

მსოფლიო ბრენდის PRADA-ს ინტერესის სფეროში ქართველი მოდელი ელენე მახარაშვილი მოექცა.

როგორც სამოდელო სააგენტო Look Models-ის ხელმძღვანელმა ნინო ცქიტიშვილმა ეკა ხოფერიას შოუში განაცხადა, ელენე მისი აღმოჩენილია და მოხარულია, რომ კიდევ ერთი ქართველი მოდელი აღწევს საერთაშორისო წარმატებას:

“ელენე მახარაშვილი მე ვიპოვე. ელენე მახარაშვილი, მანიკა ასათიანი და ნატა კორახაშვილი იყვნენ ჩემი პირველი მოდელები. ეს ხდებოდა 6 წლის წინ. ძალიან მალე განვითარდა მოვლენები. ელენე იყო პირველი, ვინც ჩემი სააგენტოდან დიდ სააგენტოში წავიდა. პარიზის აი ემ ჯი-ში გავუშვი, შემდეგ ლონდონშიც იყო. ახლა ელენე იმ სააგენტოშია სადაც თაკო, ნექსთში. მითხრეს, რომ პრადა არის დაინტერესებული ელენეთი და ვნახოთ რა იქნება, ამ ეტაპზე მიდის მუშაობა.”