ქართველი მოდელი სამსუნგის რეკლამაში

1nina-pocxishvili16 წლის ქართველი მოდელი ნინა ფოცხიშვილი, რომელიც თავისი უცხო გარეგნობით მაშინვე იპყრობს საზოგადოების ყურადღებას, საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებებს აღწევს.

მოდელის მამა ქართველია, დედა კი ჩინელი. გოგონა ქართულ სამოდელო ბაზარზე საკმაოდ მოთხოვნადია, ის მონაწილეობს როგორც მოდის კვირეულებში, ასევე მომღერლების ვიდეოკლიპებშიც.

თუმცა ნინა უკვე გასცდა საქართველოს ფარგლებს. ქართველი მოდელი ცოტა ხნის წინ აზიაში იმყოფებოდა პროფესიული ვიზიტით და სამსუნგის ახალ რეკლამაში მიიღო მონაწილეობა.

“არტინფო” გთავაზობთ ჰონგ-კონგში გაშვებულ სამსუნგის ახალ სარეკლამო რგოლს, რომელშიც ნინა ფოცხიშვილი მონაწილეობს.

 

Check out gorgeous Nina for Samsung commercial in Hong Kong.Go georgian beauties !!!!

Posted by Look Modéls Managemént on Wednesday, 21 October 2015