Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ქართველი კომპოზიტორი საუკეთესოდ დასახელდა

12 ოქტომბერი, 2015

1levan-basharuli-saukeTeso-kompozitorad-daasaxelesბოლო პერიოდში სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქართველი ხელოვანები წარმატებებს აღწევენ და საქართველოს ასახელებენ. გამონაკლისი არც 30 წლის ლევან ბაშარულია. ლევანი წლებია გერმანიაში მოღვაწეობს. ნაყოფიერი შრომისთვის და ორიგინალური მუსიკალური კომპოზიციების შექმნისთვის ქართველი კინოკომპოზიტორი გერმანიაში 2015 წლის კინომუსიკის დაჯილდოების ცერემონიალზე Deutsher Filmmusikpreis რჩეულთა მოხვდა.

წლის დაჯილდოებაზე 4 ნომინაცია დაწესდა: საუკეთესო მუსიკა ფილმში, საუკეთესო პოპ ნომერი ფილმში, საუკეთესო წლის ახალგაზრდა კომპოზიტორი და წლის დამსახურებული მოღვაწე კომპოზიტორი (უფროსი თაობიდან).

ლევან ბაშარული გერმანიის სამ საუკეთესო  კომპოზიტორს შორის მოხვდა. ინფორმაცია მან თავად გაავრცელა:

“მეგობრებო, გულშემატკივრებო, facebook-ის მეგობრებო, ამჯერად “მხოლოდ ნომინაციას” უნდა დავჯერდეთ. პირველი ადგილი ვერა, თუმცა სამ საუკეთესო გერმანიის კომპოზიტორებში ვართ!”