7 ოქტომბერი, 2015

ქართველი დიზაინერი Balenciaga-ს დირექტორად დაინიშნა

1demna-gvasaliaVetements-ის კოლექციის შემქმნელი ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია Balenciaga-ს კრეატიულ დირექტორად დაინიშნა. ინფორმაცია უცხოურ მედიაში აქტიურად ვრცელდება.

34 წლის დემნა, რომელიც ვუნდერკინდ დიზაინერად არის მიჩნეული, Balenciaga-ს ახალი რჩეულია. მას  მოდის სახლის იმიჯსა და კოლექციებზე შემოქმედებითი პასუხისმგებლობა დაეკისრა.

Vetements პარიზის მოდის ერთ-ერთ მთავარ მოვლენად სახელდება. Vetements თარგმანში ტანსაცმელს ნიშნავს. დემნა გვასალია, რომელიც კოლექტიურად შექმნილი ბრენდის ნომინალური ხელმძღვანელია, შთაგონების წყაროს პოულობს იმ სამოსსა და აქსესუარებში, რომელიც ხალხს უკვე აცვია. დემნასთან ერთად კოლექციაზე მუშაობენ ძმა გურამ გვასალია და მეგობრები.

მისი ინსპირაციის წყარო ხშირად ხდება ბაიკერების ქურთუკები, ძველი ჯინსები, გადადებული სვიტერები… ბრენდი განსაკუთრებით ცნობილია მამაკაცთა დიდი ზომის სამოსით, ყვავილებიანი კაბებითა და არასტანდარტული, „გადაკეთებული“ ჯინსებით.

დემნა გვასალია სხვადასხვა დროს ცნობილი ბრენდების კოლექციებზე მუშაობდა, მათ შორის Louis Vuitton-ის დიზაინერობიც იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი დიზაინერის პირველი ჩვენება 2016 წლის მარტში პარიზის მოდის კვირეულზე გაიმართება.