ქართული რადიოსპექტაკლი საერთაშორისო ფესტივალის ფინალშია

1qartuli-radiospeqtakliქართული რადიოსპექტაკლი საერთაშორისო ტელე-რადიო ფესტივალის “PRIX EUROPA” ფინალში მოხვდა. მასში ყველა საზოგადოებრივი მაუწყებელი და კომერციული ტელე-რადიო კომპანია მონაწილეობს. ფესტივალი ევროკავშირისა და ევროპარლამენტის პატრონაჟით ტარდება.

ქართული რადიოსპექტაკლი, რომელიც კატო ჯავახიშვილის მოთხრობის მიხედვით არის შექმნილი წლევანდელი ფესტივალის რჩეულია. წელს, ევროპის პრიზის მოსაპოვებლად ზურაბ კანდელაკის რადიოპიესა „ნირვანაში ჩაკარგულები“ იბრძოლებს. კატო ჯავახიშვილის მოთხრობა „ცხვარი“ რადიოპიესის „ნირვანაში ჩაკარგულების“ საფუძველი გახდა.

რადიოს საკონკურსო პროგრამა სამ კატეგორიადაა წარმოდგენილი: მხატვრული პროგრამა (რადიოსპექტაკლები და რადიოსერიალები), დოკუმენტური პროგრამა და მუსიკალური გადაცემები. ფესტივალი ხუთი დღის განმავლობაში გრძელდება.

მონაწილეები რადიოსპექტაკლს მოისმენენ ქართულ ენაზე და ინგლისური თარგმანის მეშვეობით გაიგებენ პიესაში განვითარებულ მოვლენებს, რაც ტიტრებიანი ფილმის ყურების პროცესს ჰგავს.