Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

პირველი ფილმი თამარ მეფეზე

2 ოქტომბერი, 2015

1filmi-tamar-mefezeთამარ მეფე – პირველი ქალი მონარქი საქართველოს ისტორიაში მუდმივად იწვევდა ინტერესს საზოგადოებაში. მისი მეფობის ხანას ისტორიკოსებმა ოქროს ხანა და გამარჯვებების საუკუნე უწოდეს. ასეთი ღვაწლისთვის თამარ მეფე ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

ქართული კინოს ისტორიაში თამარ მეფეზე პირველი ფილმი უკვე გადაღებულია. მისი ავტორი ახალგაზრდა რეჟისორი ლევან ლომაშვილია. ეს ლევანის პირველი მხატვრული ფილმია. რამდენიმე დოკუმენტური ფილმისა და მუსიკალური კლიპის შემდეგ, ახალბედა რეჟისორის შემოქმედებას მხატვრული სურათიც შეემატება.

ფილმის გადაღებები უკვე დასრულებულია, სულ მალე სამონტაჟო სამუშაოებიც დამთავრდება და მაყურებელს კიდევ ერთი ქართული ფილმის ნახვის საშუალება მიეცემა.

კინოსტუდია “ხომლი” დოკუმენტურ ფილმზე “თამარ მეფე” ორი წლის განმავლობაში მუშაობდა. ფილმი შემეცნებითია და რეკომენდებულია საგაკვეთილო პროცესისთვის, როგორც დამხმარე ვიზუალური სახელმძღვნელო.

ახალ შემეცნებით ფილმში თამარ მეფის როლს ახმეტელის და კინომსახიობთა თეატრის მსახიობი ანა მატუაშვილი ასრულებს. მის მეუღლეებს ივანე რუსსა და დავით სოსლანს გიორგი მერებაშვილი და გოგიტა ტრაპაიძე განასახიერებენ. ფილმში ასევე დაკავებული არიან გივი ჩუგუაშვილი, დარეჯან ხარშილაძე, გიორგი ზანგური, რომელიც მთხრობელია და მაყურებელს თამარ მეფეზე ცნობილ და უცნობ ისტორიებს უყვება.