5 ოქტომბერი, 2015

პანტომიმის თეატრში საგანგებო ვითარებაა

1pantomimis-teatrshi-wyali-chavidaპანტომიმის სახელმწიფო თეატრში საგანგებო ვითარებაა.ნახევარსაუკუნოვანი თეატრის მოუგვარებელი პრობლემა შენობაა. დაწესებულება, სადაც ამჟამად თეატრია განთავსებული, ყველანაირად შეუფერებელია სახელმწიფო თეატრისთვის და იქ მუშაობა მსახიობებისთვის სახიფათოა. ყოველი წვიმა თუ ქარი პანტომიმელებისთვის მხოლოდ და მხოლოდ პრობლემის მომტანია.

თბილისში მოსულმა ნალექმა გამონაკლისი არც ამჯერად დაუშვა და პანტომიმის თეატრს მორიგი პრობლემა შეუქმნა, რის გამოც თეატრში საგანგებო ვითარებაა. შენობაში წყალი ჩავიდა და ჭერი ჩამოანგრია.

ამირან შალიკაშვილი უმცროსი:

“დილით მოდიხარ სავარჯიშოდ, რომ მოემზადო ხვალინდელი სპექტაკლისთვის… მიუხედავად ყველა პრობლემისა… მაგრამ რა გხვდება? ისედაც ჩვენი ნანგრევები და ამას დამატებული პატარა ნიაღვარი! კიდევ მე მეკამათებით თეატრის აშენებაზე?! ნახევარი საუკუნის თეატრი ასეთ დღეშია! მე დღეს ერთადერთი კაცი ვარ, ვინც თეატრს აშენებს და არა რესტორანს! მე ერთი კარგი გამოთქმა დავამუღამე… იყავით ჩემთან და თუ არა, ხელს ნუ მიშლით!”

1pantomima2