ოსკარისთვის ბრძოლა დაიწყო

1Oscar-statueკინოს სფეროში ერთ-ერთი უმთავრესი ჯილდოსთვის – ოსკარისთვის ბრძოლა დაიწყო. საქართველომ წელს ამ ჯილდოს მოსაპოვებლად ლევან თუთბერიძის ფილმი “მოირა” წარადგინა. ფილმმა უკვე მოიპოვა სპეციალური ჯილდო სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე და მას ეკუმენური ჟიურის პრიზი მიენიჭა.

ოსკარის ნომინაციისთვის ბრძოლა დასკვნით ფაზაში შედის – European Film Promotion ლოს ანჯელესში ჩვენებების სერიას იწყებს, რათა ევროპულმა ფილმებმა მსოფლიო კინოასპარეზზე ყურადღების მიპყრობა შეძლონ.

ჩვენებებში 27 ევროპული ფილმი მონაწილეობს, მათ შორის საქართველოს კანდიდატი ფილმი ოსკარზე ლევან თუთბერიძის “მოირა”.