23 ოქტომბერი, 2015

ოლეგ ბასილაშვილი თბილისში ჩამოდის

1oleg-basilashvili-tbilisshiცნობილი ქართველი მსახიობი ოლეგ ბასილაშვილი თბილისში ჩამოდის.

ხელოვანი, რომელიც რუსეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს, ყოველთვის სასურველი სტუმარია საქართველოში.

ამჯერად მსახიობი საპატიო ვიზიტით ესტუმრება დედაქალაქს და მონაწილეობას მიიღებს გრიბოედოვის თეატრის 170 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში, რომელიც 26-დან 30 ოქტომბრის ჩათვლით თბილისგში გაიმართება.

ოლეგ ბასილაშვილთან ერთად იუბილეს სპეციალური სტუმრები არიან სახალხო არტისტი ვასილი ლანოვოი და რუსეთის სახალხო არტისტი ირინა მურავიოვა.