27 ოქტომბერი, 2015

ნუცა ბუზალაძის წარმატება თურქულ ,,ვოისში”

1nutsa-voisshi17 წლის ნუცა ბუზალაძე წარმატებას წარმატებებზე აღწევს. “ახალი ტალღის” გამარჯვებულმა გადაწყვიტა, კიდევ ერთხელ ეცადა ბედი საქართველოს ფარგლებს გარეთ, თურქეთში გაემგზავრა და “ვოისში” მონაწილეობა მიიღო.

ნუცამ ბრმა ქასთინგზე “Lady Marmalade” შეასრულა და როგორც მოსალონდელი იყო, დარბაზიც და ჟიურიც აღაფრთოვანა. ქართველ მომღერალს მაშინვე შემოუბრუნდა ერთ-ერთი მწვრთნელი ჰადისე,თ უმცა სიმღერის დასრულებამდე ნუცამ ყველა მწვრთნელის შემობრუნება შეძლო.

ქართველი მომღერლის ჩანაწერი უკვე გავიდა TV8-ის ეთერში. ნუცას კონკურსანტები არა მარტო კარგი შესრულებით მოხიბლა, არამედ თურქულის კარგი ცოდნითაც.

მოგვიანებით ქართველმა მომღერალმა საკონკურსო სიმღერა თავის მწვრთნელთან ერთად კიდევ ერთხელ შეასრულა. “Lady Marmalade”-ის გარდა, ნუცამ “Mamma Knows Best”-იც იმღერა და დამსწრე საზოგადოება კიედვ ერთხელ აღაფრთოვანა.

ნუცას უკვე გამოუჩნდა უცხოელ გულშემატკივართა დიდა არმია, რომლებიც მას ფინალისტობას უწინასწარმეტყველებენ.