6 ოქტომბერი, 2015

ნინო ხომასურიძე: ,, SOS!”

1nino-xomasuridzeმსახიობი ნინო ხომასურიძე სოციალურ ქსელში საგანგებო განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს ყველას, სიფრთხილე გამოიჩინონ. როგორც მსახიობი განმარტავს, მისი სახელით სრულიად უცნობი პიროვნებები სარგებლობენ და თაღლითობენ.

ნინო ხომასურიძე:

“SOS! ნუ ენდობით გარეწრებს! ჩემი და ლევან ანჯაფარიძის სახელით ვიღაც ცრუპენტელები დადიან სკოლებში და ატყუებენ ბავშვებს თითქოსდა გადაღებაზე სჭირდებათ. თითოეულისგან ითხოვენ 300 ლარს და პირდებიან ათას სისულელეს. არ წამოეგოთ მათ ტყუილზე. ვაქვეყნებ ჩემს ტელეფონს და თუ ვინმე ჩემი სახელით მოვა, დამირეკეთ 593 68 55 93”