5 ოქტომბერი, 2015

ნინო გაჩეჩილაძე როლზე აღადგინეს

1nino-gachechiladzweმარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, როლზე აღადგინეს.

მსახიობი, რომელიც ქართულ თეატრში პოპულარულია, მაყურებელმა კიდევ უფრო განსაკუთრებულად შეიყვარა და გაიცნო ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ქართული სერიალიდან “ჩემი ცოლის დაქალები”.

ნინო გაჩეჩილაძე ერთ-ერთ მთავარ როლს – კატოს როლს ასრულებდა. მსახიობი სერიალის ავტორებმა ლელა მებურიშვილით ჩაანაცვლეს, რასაც მაყურებელთა მხრიდან დიდი გამოხმაურება და პროტესტიც კი მოყვა.

ახლა კი ნინო გაჩეჩილაძე ისევ დააბრუნეს კატოს როლზე და 16 ოქტომბრიდან, “ჩემი ცოლის დაქალების” მერვე სეზონში მაყურებელი ძველ კატოს იხილავს. ინფორმაცია და ამ სიახლის დამადასტურებელი ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება.

სერიალის შემქმნელები ამ თემასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ჯერჯერობით არ აკეთებენ, თუმცა სავარაუდოდ, ლელა მებურიშვილის ჩანაცვლება ნინო გაჩეჩილაძით იმის გამო მოხდა, რომ ლელა სამუშაოდ ტელეკომპანია “იმედში” გადავიდა.

1nino-gachechiladze1