4 ოქტომბერი, 2015

ნინო აფციაური: ,,პანტომიმაში იდეალურად ვგრძნობ თავს”

1nino-afciaგთავაზობთ ერთობლივ პროექტს, სადაც ფართო საზოგადოებას კიდევ უფრო ახლოს გააცნობს პანტომიმის თეატრის მსახიობებს.

ნინო აფციაური 23 წლისაა. 2012 წლიდან დღემდე არის პანტომიმის სახელმწიფო თეატრის მსახიობი. მიღებული აქვს მონაწილეობა სპექტაკლებში: „კიდევაც დაიზრდებიან“, „ტერენტი გრანელი“, „წმინდა გიორგი“, „ქრისტე”, “სამყარო“, „სონეტები“, „STOP AIDS“, „ოცნება და სინამდვილე“, „დონ ჟუანი“, „პროლოგი“, „წიგნი“, „საქართველო ლამაზო“, „დანკოს გული“.

ნინო აფციაური:

– პანტომიმა ხელოვნებაა, რომელშიც იდეალურად ვგრძნობ თავს. პანტომიმა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ის მასაზრდოებს, მაძლევს ცხოვრებისეულ სტიმულს და მაჯანსაღებს. ეს არის ხელოვნება, რომელიც მხოლოდ რჩეულთა ხვედრია და მე ვარ ბედნიერი, რომ ვარ მიმი. მიზეზი იმისა, თუ რატომ ავირჩიე ეს ჟანრი იყო ის, რომ პანტომიმა განსხვავებულია ყველა სხვა დანარჩენი ჟანრისაგან თავისი სპეციფიკურობით. იგი იმდენად ლამაზი და დახვეწილი ხელოვნებაა, რომ ერთი ნახვაც კი საკმარისია, რათა მოიხიბლოთ, სულ სხვა სამყაროში აღმოჩნდეთ. მახსოვს ჩემი გამორჩეული შთაბეჭდილება, როდესაც პირველად ვიხილე “ტერენტი გრანელი”. ვერ გადმოვცემ ეს იმხელა და ისეთი ემოცია იყო. უბრალოდ ვიყავი შოკირებული და აღფრთოვანებული. ალბათ ამიტომაცაა იგი ჩემი გამორჩეულად საყვარელი სპექტაკლი. საყვარელი როლიც სწორედ ამ სპექტაკლიდან მაქვს. ანგელოზები, რომლიდანაც ერთ-ერთს მე ვთამაშობ.

როგორც ასეთი საოცნებო როლი არ გამაჩნია, თუმცაღა დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი თითოეულ გამორჩეულ როლს. ჩემი სურვილია ყველა მსახიობს მიეცეს საშუალება უკეთ გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები. პანტომიმის ჟანრი აერთიანებს ხელოვნების ბევრ ჟანრს, რაშიც მდგომარეობს მისი სირთულე. ამ სფეროში მუშაობის ყველაზე დიდი სირთულე არის ასევე საკუთარი თავის მობილიზება და ძალიან დიდი შრომა.

ჩემი საყვარელი სპექტაკლია „სტუმარ-მასპინძელი“, „ფიროსმანი მეფე“, „ტერენტი გრანელი“, „ბლეფი“, „სარკე“. მიყვარს როლები: აღაზა, მარგარიტა. ყველაზე გამორჩეული შთაბეჭდილება კი ჩემთვის სცენაზე პირველად დადგომა იყო.

1nino-afci1Без-имени-2

პანტომიმის სახელმწიფო თეატრს ვუსურვებდი ახალ შენობას, გარემონტებულ თეატრს, სადაც მსახიობებს ექნებათ ელემენტარული პირობები მაინც. ასევე ვუსურვებდი მეტ დაფასებას, გასტროლებს, მეტ მაყურებელს, რეპერტუარის გამრავალფეროვნებას და მასტერკლასებს მოწვეული სპეციალისტებით.

პანტომიმის სფეროში ჩემი საყვარელი მსახიობი იომია, რომლის სცენაზე ხილვის საშუალებაც მქონდა და რომელმაც აღმაფრთოვანა. ჩვენი დასიდან გამოვარჩევდი ლუკა ჩხაიძეს, თავისი ნიჭისა და უზადო შეარულების გამო. პანტომიმის მსახიობებიდან გამოვარჩევდი ამირან შალიკაშვილს, კირა მებუკეს, ჩარლი ჩაპლინს.

რაც შეეხება განსხვავებას ქართულ და ევროპულ პანტომიმას შორის ძალიან დიდია. ქართული პანტომიმა გამორჩეულია თავისი სტილით, მსახიობების სიმრავლითა და გენიალური სპექტაკლებით. განსხვავება არის მოძრაობებშიც, რომელიც არცერთ ქვეყანას არა აქვს. ევროპული პანტომიმა კი უფრო ცეკვას ჰგავს. ჩემი აზრით არც უნდა შევადაროთ ერთმანეთს. რა თქმა უნდა თავის მხრივ ორივე ძალიან საინტერესოა, მაგრამ ქართულ პანტომიმასთან ევროპული პანტომიმა ვერასდროს მოვა.