28 ოქტომბერი, 2015

ნინო ანანიაშვილს მოსკოვში ელოდებიან

1ananiashvili-moskovshi1პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილს მოსკოვში ელოდებიან. მოცეკვავე მორიგი დებიუტისთვის ემზადება.

მოსკოვის სტანისლავსკისა და ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახელობის მუსიკალურ თეატრში ფრედერიკ ეშტონის ბალეტების საღამო გაიმართება. აქტიური რეპეტიციები უკვე დაწყებულია და მათ უძღვება სამეფო ბალეტის რეპეტიტორი გრანტ კოილი უძღვება.

30 ოქტომბერს დაგეგმილ სპექტაკლში ცნობილ მოცეკვავეებთან ერთად ქართველი პრიმა მიიღებს მონაწილეობას. “მარგარიტა და არმანში” ნინო ანანიაშვილი თეატრის მოწვეულ სოლისტთან სერგეი პოლუნინთან ერთდ იცეკვებს.

ქართველი ბალერინასთვის ეს სპექტაკლი დებიუტი იქნება, რადგან რუსეთში ხანგრძლივი მოღვაწეობის მიუხედავად, ნინო ანანიაშვილს ამ თეატრის სცენაზე არასოდეს უცეკვია.