,,ნატვრის ხის” წარმატება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

1natvris-xeგოგლა ლეონიძის “ნატვრის ხე” წლევანდელი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გარეკნების კონკურსში The Beauty and the Book Award მონაწილეობდა. გამოცემის გარეკანის დიზაინზე თეონა ჭანიშვილმა იმუშავა.

ქართული წიგნის ყდა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გარეკნების კონკურსში მოკლე ნუსხაში მოხვდა და ათასობით გამოცემებს შორის მსოფლიოს 11 საუკეთესო გარეკანის ნუსხაში მოხვდა. რჩეულთა შორის აღმოჩნდა კიდევ ერთი ქართული წიგნი – “გურული დღიურები” ნატა ავალიანის დიზაინით.

საბოლოოდ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გარეკნების კონკურსში თეონა ჭანიშვილმა და მისი დიზაინით შექმნილმა “ნატვრის ხემ” მეორე ადგილი დაიმსახურა. პირველი ადგილი კი გერმანულმა გამოცემამ დაიკავა.

თეონა ჭანიშვილი, დიზაინერი:

“დიდი მადლობა ყველას მეორე ადგილის მოლოცვისთვის. ჩვენი კონკურენტი გერმანული გამომცემლობა იყო, ძალიან აქტიურობდნენ, ამის მიუხედავად ძალიან ცოტა ხმით გვაჯობეს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დიდი მოწონება დაიმსახურა გიორგი ლეონიძის “ნატვრის ხემ”. ასე რომ, ვულოცავ გამომცემლობა ინტელექტს და კიდევ ერთხელ მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის.”