8 ოქტომბერი, 2015

ნატალია ქუთათელაძე საგანგებო მიმართვას ავრცელებს

1natalia-kutateladzeსაოპერო მომღერალი ნატალია ქუთათელაძე, რომელიც ამერიკაში იმყოფება და ჯულიარდის აკადემიაში სწავლობს, საგანგებო მიმართვას ავრცელებს.

ეკა მამალაძის შვილი და ნანი ბრეგვაძის შვილიშვილი ამაყობს რომ ქართველია და ამას თავისი მიზეზიც აქვს.

ნატალია ქუთათელაძე:

“ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ ქართველი ვარ!!!! ვისურვებდი რომ ჩვენს ქვეყანაში მეტი ყურადღება ეპყრობოდეს ხელოვნებას, სპორტს, განათლებას და ნიჭიერ ადამიანებს, რომლებიც შემდეგ თავისი შრომით და ნიჭით ჩვენს ქვეყანას ასახელებენ და ტირილამდე მისულ მაყურებელს საოცარ გრძნობებს უჩენენ!!!

პოლიტიკა და მასში მოღვაწე მატყუარა პოლიტიკოსები კი არასდროს ყოფილან ჩვენი ქვეყნის სიამაყეები!!!

ვულოცავ სუხიშვილების ანსამბლს ძალიან დიდ წარმატებას და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ საქართველო არის ჩემი სიამაყე და უსაყვარლესი ქვეყანა!!!”