26 ოქტომბერი, 2015

მოზარდმაყურებელთა თეატრს მაკედონიაში ელოდებიან

1945ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზრდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრს მაკედონიაში ელოდებიან. თეატრის დასი გასტროლზე მიემგზავრება.

27 ოქტომბრიდან პირველ ნოემბრამდე მაკედონიის ქალაქ სკოპიეში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „SkupiFestival” ტარდება.

31 ოქტომბერს ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარსდგება ორგზის „დურუჯის“ მფლობელი რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილი სპექტაკლით „1945“.

საერთაშორისო გასტროლი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

მოზარდმაყურებელთა თეატრის დასი მაკედონიაში 30 ოქტომბერს გაემგზავრება.