Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მარიამ ხაჭვანი დახმარებას ითხოვს

27 ოქტომბერი, 2015

1mariam-xachvani-daxmarebas-itxpvsახალგაზრდა რეჟისორი მარიამ ხაჭვანი დახმარებას ითხოვს. ხელოვანი, რომელიც არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულია, ამჯერად საზოგადოებას მიმართავს და პროდიუსერ ვლადიმერ კაჭარავასთან ერთად მხარდაჭერას და დახმარებას ითხოვს.

მხატვრული ფილმი “დედე” არის განვითარებული სანდენსის კინოინსტიტუტის, საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრისა და ბევრი სხვა საერთაშორისო კინო ორგანიზაციის ხელშეწყობით. ამ ფილმის რეჟისორი მარიამ ხაჭვანი უშგულიდანაა, რომლის წინა ნამუშევარმა მოკლემეტრაჟიანმა მხატვრულმა ფილმმა “დინოლამ” მოიგო უამრავი პრიზი და 2014 წელს მოხვდა ევროპის კინოაკადემიის ნომინაციაში.

მარიამ ხაჭვანი “დედესთან” დაკავშირებით, სპეციალურ ვიდეომიმართვასაც ავრცელებს, სადაც ფილმთან დაკავშირებით საუბრობს და განმარტავს, რომ “დედეს” დასასრულებლად რამდენიმე ათასი ევრო ესაჭიროება.

საგანგებო განცხადებას ავრცელებს ქართველი კინოპროდიუსერი ვლადიმერ კაჭარავაც:
“ჩვენ გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა და დახმარება მხატვრული ფილმის “დედე”-ს შესაქმნელად.

“დედე” არის განვითარებული სანდენსის კინოინსტიტუტის, საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრისა და ბევრი სხვა საერთაშორისო კინო ორგანიზაციის ხელშეწყობით. ამ ფილმის რეჟისორია ახალგაზრდა ქართველი რეჟისორი მარიამ ხაჭვანი უშგულიდან, რომლის წინა ნამუშევარმა მოკლემეტრაჟიანმა მხატვრულმა ფილმმა “დინოლამ” მოიგო უამრავი პრიზი და 2014 წელს მოხვდა ევროპის კინოაკადემიის ნომინაციაში.

ფილმში მონაწილეობენ მსახიობი გიორგი ბაბლუანი (გეგი) და დამწყები მსახიობი ნათია ვიბლიანი (დინა) .

ჩვენ უკვე გადავიღეთ ფილმის ორი მესამედი და გვჭირდება სახსრები ფილმის დასრულებისთვის. ამ მიზნით შევქმენით კიკსტარტერის გვერდი, სადაც შეგიძლიათ მეტი ინფორმაცია მიიღოთ ფილმის შესახებ და ასევე გაიგოთ თუ ვინ ვართ ჩვენ.

გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს და შეძლებისდაგვარად გაიღოთ დახმარება. ყოველ გადმორიცხულ თანხაზე, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად მცირე იქნება იგი, ჩვენი მადლიერების ნიშნად თქვენ მიიღებთ ჯილდოს.

ეს არის საოცარი ისტორია, რომელიც დაფუძნებულია რეალურ ამბავზე.”