Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ლუკა ჩხაიძე – ქართული პანტომიმის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი

10 ოქტომბერი, 2015

luka-chxaidzeვებგვერდი “artinfo.ge” და პანტომიმის სახელმწიფო თეატრი pantomime.ge გთავაზობთ ერთობლივ პროექტს, სადაც ფართო საზოგადოებას კიდევ უფრო ახლოს გააცნობს პანტომიმის თეატრის მსახიობებს.

ლუკა ჩხაიძე 31 წლისაა, დაოჯახებული. განათლება: საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამსახიობო ფაკულტეტი, პანტომიმის მსახიობი.

2001 წლიდან დღემდე არის პანტომიმის სახელმწიფო თეატრის მსახიობი, 2013 წლიდან კი – დამდგმელი რეჟისორი. მონაწილეობა აქვს მიღებული სპექტაკლებში: „კრიმანჭული“, „სტუმარ-მასპინძელი“ „კიდევაც დაიზრდებიან“, „ტერენტი გრანელი“, „წმინდა გიორგი“, „ქრისტე”, “სამყარო“, „სონეტები“, „STOP AIDS“, „ტიტუსი“ , „ბლეფი“, „ოცნება და სინამდვილე“, „ოცნების ჩიტი“, „ფიროსმანი მეფე“, „დონ ჟუანი“, „წიგნი“, „საქართველო ლამაზო“, „დუმილის პოეზია“, „დანკოს გული“.

ლუკას პანტომიმის თეატრში დადგმული აქვს სპექტაკლები: „ოცნების ჩიტი“, „ბლეფი“, „სარკე“, „ფსევდოკიეზისი“, „ლუარსაბი“.

ლუკა ჩხაიძის შესახებ ამირან შალიკაშვილი JUNIOR საუბრობს:

– ლუკა არის ჩვენი თეატრის წამყვანი (მაგარი) მსახიობი, თითმნის ყველა სპექტაკლში მთავარ როლს ასრულებს. მე იმიტომ გესაუბრებით მასზე, რომ ბევრ სპექტაკლში ის არის ჩემი პარტნიორი. მოგეხსენებათ, პარტნიორობა რთულია მითუმეტეს უსიტყვო ხელოვნებაში, მაგრამ მას ეს გამოსდის. მე ყოველთვის ვედექი გვერდით მას, როდესაც რეჟისორობას იწყებდა, ეხლა კი ვფიქრობ მას თავისი ხელწერა აქვს სადაც მკაფიოდ ჩანს შალიკაშვილის სტილი. ჩვენ ვიზრდებით აქ და ვსწავლობთ უნიკალურ ხელოვნებას, მაგრამ ამავდროულად ერთმანეთის სტილს ვუზიარებთ ხალხს, შეიძლება ვაკეთოთ ერთი და იგივე მოძრაობები, მაგრამ დიდი სხვაობა დაინახოთ. ქართულ პანტომიმას დიდი მომავალი გააჩნია და ეს მომავალი ჩვენია. დღეს მე და ლუკა ჩხაიძეს ერთად გაგვაქვს თეატრის დღევანდელი რთული ცხოვრება, ჩვენ ერთად ვქმნით თეატრის გარეთა ღონისძიებებს, ივენთებს, დიდი გეგმები გვაქვს სამომავლოდ და საინტერესო სპექტაკლების განხორციელება გვინდა.

luka-chxaidze1

მაგალითად, ბოლოს ლუკამ დადგა „ლუარსაბი“. თეატრის 50 წლის იუბილეზე განვაცხადე, ყველა რეჟისორმა დადგას ქართული სპექტაკლი-მეთქი, აქაც გაამართლა ამ წამოწყებამ და გაჩნდა კიდევ ერთი განსხვავებული სპექტაკლი. მინდა აქედან მივულოცო ლუკას ეს გამარჯვება.

ახლა ის იმყოფება ევროპაში კვალიფიკაციის ასამაღლებლად და ჩამოსვლისთანავე ის დაიწყებს ახალი სპექტაკლზე მუშაობას და ჩვენ ერთად მოვამზადებთ გრანდიოზულ ფესტივალს „ამირან შალიკაშვილის სახელობის პანტომიმის საერთაშორისო ფესტივალი 2016“, რომელიც 13 მაისს გაიხსნება. დღეს თეატრში მიხარია შესვლა, როდესაც ვფიქრობ იმაზე, თუ ვინ მელოდება…!

არ შეიძლება არ ავღნიშნო ფაქტი, რომელიც გახმაურებელი არაა, სექტემბრის 17-19 რიცხვებში ლუკა იმყოფებოდა ფესტივალზე ჩეხეთში “MIME FEST”, სადაც დიდ წარმატებას მიაღწია. მოხარული ვარ მისი წარმატება რომ მესმის შორიდან… ვულოცავ მას კიდევ ერთ გამარჯვებას…

P.S. ბოლოს ერთი კარგი ფრაზით დავამთავრებ – იყავით ჩვენთან თუ არა ხელს ნუ გვიშლით!