14 ოქტომბერი, 2015

ლინდა ადამია დედა გახდა

1linda-adamia“იქს ფაქტორის” მეორე სეზონის მონაწილე ლინდა ადამია დედა გახდა. მომღერალმა, რომელიც სხვადასხვა მუსიკალურ კონკურსებში მონაწილეობდა, ეს ბედნიერება პირველად განიცადა. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს.

ლინდა ადამია და დავით ყიასაშვილი პატარას მოუთმენლად ელოდნენ. ლინდა იქს ფაქტორში მონაწილეობისას უკვე ორსულად იყო და თავის პატარასთან ერთად გადადიოდა ტურიდან ტურში.

ლინდას და დავითს ბიჭი ეყოლათ და მას ჯარჯი დაარქვეს. ახალბედა მშობლებმა უკვე ბევრი მილოცვა და საუკეთესო სურვილები მიიღეს.

ლინდა ადამია:

“ამდენი დროის შემდეგ დაიბადა ჯარჯი. ჩემი შვილი!!! რომელმაც ყველაფერი ისეთ ფერებში დამანახა რაც აქამდე თვალით არ მენახა!!! ბევრს აღარ მოვაყოლებ უბრალოდ გეტყვით რომ მე უბედნიერესი ვარ რომ ღმერთმა ასეთი დიდი საოცრებით დამაჯილდოვა რასაც (ვისაც) შვილი ჰქვია!!! უბედნიერესი ვარ რომ მე უკვე ჯარჯის დედიკო ვარ. უღრმესი მადლობა ყველას ყველას მოლოცვისთვის!”