ლევან წულაძეს ევროპაში ელოდებიან

1levan-wuladzeქართველი რეჟისორს ლევან წულაძეს ევროპაში ელოდებიან. მისი სამი სპექტაკლი სხვადასხვა ქვეყნებში იქნება წარმოდგენილი.

ჭოლა და მარჯანიშვილის თეატრი საერთაშორისო ტურნეს იწყებს. ტურნეს ფარგლებში თეატრი თავის ახალ თეატრალურ სეზონსაც გახსნის.

თეატრის დასი რამდენიმე ნაწილად გაიყოფა და პოლონეთში, იტალიაში, ლიტვასა და ბელორუსში სპექტაკლებს გამართავს.

15 ოქტომბრის ჩათვლით იტალიაში მარჯანიშვილის თეატრისა და ემილია რომანას ფონდის თეატრების გაერთიანება ერთობლივ სპექტაკლს „შეშლილის წერილებს” წარმოადგენს. კოპროდუქცია ნიკოლაი გოგოლის მიხედვით რეჟისორმა ლევან წულაძემ დადგა.

პოლონეთში ქართული კულტურის დღეების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ლევან წულაძის “ქალი ძაღლით”, რომელიც ანტონ ჩეხოვის ნაწარმოების მიხედვით განახორციელა.

მარჯანიშვილის თეატრის ოქტომბრის ტური მინსკსა და ვილნიუსში გაგრძელდება. რეჟისორი ლევან წულაძე 23 და 25 ოქტომბერს მაყურებელს შესთავაზებს უილიამ შექსპირის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს “როგორც გენებოთ”.