9 ოქტომბერი, 2015

ლევან სონღულაშვილის მედუზა მოიპარეს

1levan-songulashvilis-meduzaორი კვირის წინ ჩვენმა ვებგვერდმა გაგაცნოთ უნიჭიერესი ქართველი მხატვარი ლევან სონღულაშვილი, რომელმაც 23 წლის ასაკში უდიდეს წარმატებას მიაღწია.

ლევანის ერთ-ერთი ნამუშევარი სახელწოდებით “მედუზა” სოთბის არტ აუქციონზე გამოიფინება, რომელიც ნიუ იორკში 10-17 ოქტომბერს გაიმართება. მისმა ნახატმა ინტერნეტში დიდი მოწონება დაიმსახურა. იმდენად დიდი, რომ მისი ნებართვის გარეშე დაბეჭდვის გადაწყვეტილება მიიღეს, რაც ქურდობის ტოლფასია.

ლევან სონღულაშვილმა ინტერნეტში საჯარო განცხადება გაავრცელა, სადაც ყველას საავტორო უფლებების დაცვისკენ მოუწოდა.

ლევან სონღულაშვილი:

” (!) გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ:

მეგობარმა მომაწოდა ინფორმაცია ამ პრინტის შესახებ. ეს არის არალეგალური საქციელი და დაუშვებელია მისი ბეჭდვა ჩემი ნებართვის გარეშე! ჩემ გვერდზეც აღნიშნულია საავტორო უფლების შესახებ. გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ტექსტი:

* Copyright Notice *

“Please feel free to share these images in their unaltered form only, and including the artist’s credit – © Levan Songulashvili.
The content of this page is created by Levan and/or his representatives. All images Copyright © Levan Songulashvili. Commercial use or distribution in print is forbidden without written permission.
Thanks!”

ლევან სონღულაშვილი