31 ოქტომბერი, 2015

ლევან ხურციას და მარიამ კუბლაშვილის ქორწილი

1mariam-kublashviliრუსთაველის თეატრის მსახიობი ლევან ხურცია და იურისტი მარიამ კუბლაშვილი დღეს დაქორწინდნენ.

წყვილი თავისი სიყვარულის ამბავს დიდხანს საგულდაგულოდ მალავდა, თუმცა საბოლოოდ მათი ამბავი მაინც გახმაურდა.

მათ ერთმანეთი მეგობრის წვეულებაზე გაიცნეს და დამეგობრდნენ. მეგობრობა კი სიყვარულში გადაიზარდა და ოჯახის შექმნით დასრულდა.

მარიამი ლევანს საქორწილო კაბას ჯვრისწერის დღემდე უმალავდა. წყვილმა ჯვარი სვეტიცხოვლის ტაძარში დაიწერა. მათი მეჯვარეები უახლოესი მეგობრები იყვნენ.