Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ლადო გუდიაშვილის დაკარგული ესკიზები ნაპოვნია

1 ოქტომბერი, 2015

11მხატვარ ლადო გუდიაშვილის დაკარგული ესკიზები ნაპოვნია. ინფორმაციას ხელოვნების სასახლე ავრცელებს:

“საქართველოს ხელოვნების სასახლის მზრუნველთა საბჭოს თავმჯდომარემ, არჩილ გელოვანმა პირველი ქართული მულტიპლიკაციური ფილმის “არგონავტების” ორი ესკიზი შეიძინა. ავტორი აღნიშნული ესკიზებისა ლადო გუდიაშვილია.

აღსანიშნავია, რომ არჩილ გელოვანმა ერთი ესკიზი ხელოვნების სასახლეს უსახსოვრა. ასევე საყურადღებოა ის გარემოება, რომ ესკიზები ამ დრომდე დაკარგულად ითვლებოდა და ქართული ანიმაციის ისტორიის ამსახველი პირველი ესკიზები დღემდე არცერთ სახელმწიფო კოლექციაში არ ინახებოდა.

ხელოვნების სასახლე მადლიერებით იღებს ამ საჩუქარს და ავღნიშნავთ, რომ აღნიშნული შემოწირულობით უდიდესი წვლილი იქნა შეტანილი ქართული ანიმაციის ისტორიის შესწავლის საქმეში.”

1lado-gudiashvilis-dakarguli-naxatebi