ლადო ათანელი იუბილარია

1lado-atanelis-iubile-25-weliქართველი ბარიტონი ლადო ათანელი იუბილარია. მსოფლიოში ცნობილი საოპერო მომღერალი საქართველოში დაბრუნდა, რათა თავისი საიუბილეო თარიღი სწორედ სამშობლოში აღნიშნოს.

ლადო ათანელის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „თანადგომის“ ინიციატივით, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ ცენტრში 30 ოქტომბერს ლადო ათანელის შემოქმედებითი საღამო „25 წელი საოპერო თეატრის სცენაზე“ გაიმართება.

კონცერტში ლადო ათანელთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი სოპრანო იანო ალიბეგაშვილი, ახალგაზრდა ტენორი ირაკლი კახიძე და თბილისის სიმფონიური ორკესტრი ვახტანგ კახიძის დირიჟორობით.