14 ოქტომბერი, 2015

კოტე თოლორდავას უკანასკნელი ფილმი კინოთეატრებში გამოდის

1koteeeeeმსახიობ კოტე თოლორდავას უკანასკნელი ფილმი კინოთეატრებში გამოდის. კოტემ ბოლოს რეჟისორ ანა მატისონის ფილმში ითამაშა. ქართველი მსახიობი 35 წლის ასაკში გულის უკმარისობით რუსეთში ამ ფილმის გადაღებებზე ყოფნისას გარდაიცვალა.

ფილმი სახელწოდებით Млечный путь, რომელშიც კოტე თოლორდავამ მონაწილეობა მიიღო კინოთეატრებში ზუსტად ახალ წელს – 2016 წლის პირველ იანვარს გამოვა. მთავარ როლებს სერგეი ბეზრუკოვი და მარინა ალექსანდროვა ასრულებენ, კოტე კი ქართველი ტაქსის მძღოლს ასახიერებს.

სერგეი ბეზრუკოვისა და მარინა ალექსანდროვას გმირების ქორწინება არც თუ ისე მყარია, ანდრეი მოსკოვში მიემგზავრება, ნადია კი შვილებთან ერთად ირკუტსკში რჩება. ახალი წლის ღამეს ოჯახი ერთად იკრიბება. თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილია, წყვილი ოფიციალურად უნდა განქორწინდეს, თუმცა ახალი წლის ღამეს უამრავი რამ ხდება…

ინტერნეტში უკვე გავრცელდა ფილმის ტრეილერი და პრემიერის ოფიციალური თარიღი. ნახავს თუ არა ფილმს ქართველი მაყურებელი, ჯერჯერობით უცნობია.