6 ოქტომბერი, 2015

კოტე თოლორდავა დააჯილდოვეს

1kote35 წლის ასაკში გარდაცვლილი მსახიობი კოტე თოლორდავა დააჯილდოვეს. მსახიობს პრიზი მიენიჭა ამერიკაში გამართულ საერთაშორისო კინოფესტივალზე Diabolique International Film Festival.

ინდიანას შტატის ქალაქ ბლუმინგტონში ჩატარდა საერთაშორისო კინოფესტივალი, სადაც მონაწილეობდა ქართველი რეჟისორის ლევან ბახიას ფილმი LANDMINE GOES CLICK ანუ ნაღმი. ამ ფილმში შესრულებული როლისთვის კოტე თოლორდავა საუკეთესო მსახიობად დასახელდა.

LANDMINE GOES CLICK ქართულ-ამერიკული ფსიქოლოგიური თრილერია. მისი პრემიერა საქართველოში შარშან გაიმართა. უცხოელ მსახიობებთან ერთად ფილმში მონაწილეობენ კოტე თოლორდავა, გიორგი ცაავა, ნანა კიკნაძე და ელენე ბეზარაშვილი.

პროექტი კანადელ სცენარისტთან ედრიან კოლუსისთან ერთად შეიქმნა. ფილმი სამი ამერიკელი ტურისტის შესახებ მოგვითხრობს. ბუნებაში სეირნობის დროს მეგობრებიდან ერთ-ერთი ფეხს შემთხვევით ნაღმზე დაადგამს. მეგობრები დახმარებას ცდილობენ, მაგრამ უშედეგოდ. მისი სიცოცხლე მაშინვე დასრულდება, როგორც კი ოდნავ მაინც გამოძრავდება.