22 ოქტომბერი, 2015

ჯოშუა ბელი საქართველოში ჩამოდის

1joshua-bellმსოფლიოში აღიარებული ამერიკელი მევიოლინე ჯოშუა ბელი საქართველოში ჩამოდის. ოფიციალური ინფორმაცია მუსიკოსის ვებგვერდზეც არის გავრცელებული.

მევიოლინე ჩვენს ქვეყანას სპეციალური ვიზიტით ესტუმრება და მხოლოდ ერთ კონცერტს გამართავს. ჯოშუას მოსმენა კახეთში, კერძოდ წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში იქნება შესაძლებელი.

მუსიკოსი, რომელიც 14 წლის ასაკში უკვე სოლისტის ამპლუაში წარსდგა მსმენელის წინაშე ფილადელფიის ორკესტრთან და რიკარდო მუტისთან ერთად, დღესაც ტრიუმფით ატარებს კონცერტებს მსოფლიოს წამყვან ორკესტრებთან და დირიჟორებთან ერთად.

გრემის მფლობელი ჯოშუა ბელი წინანდალში კონცერტს 17 ნოემბერს გამართავს, სადაც ბახის და ვივალდის ნაწარმოებებს ააჟღერებს.