18 ოქტომბერი, 2015

ჯემალ სეფიაშვილის საჩუქარი თბილისობას

1jemal-sefiashvili1კომპოზიტორმა ჯემალ სეფიაშვილმა წლევანდელი თბილისობის აღნიშვნა განსაკუთრებულად გადაწყვიტა და თბილისობისთვის განსაკუთრებული საჩუქარიც მოამზადა. მან ამ დღესასწაულის მილოცვა იმ ადამიანებისთვის გადაწყვიტა, ვინც ამას საზოგადოებისგან ყველაზე მეტად იმსახურებს.

დედაქალაქის დღესასწაული კომპოზიტორმა თბილისის მოხუცთა თავშესაფარში აღნიშნა, იქ მობინადრე ხანდაზმულებს ესტუმრა და სპეციალურად მათთვის კონცერტი ჩაატარა. ჯემალ სეფიაშვილმა მოხუცებისთვის თავისი რეპერტუარიდან ყველაზე ცნობილი სიმღერები იმღერა.

საღამოს დასრულების შემდეგ, თავშესაფრის ბინადრებმა სტუმართან ერთად თათარა მოადუღეს და ჩურჩხელებიც ამოავლეს.