Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

,,იავნანას” მორიგი ქველმოქმედება

27 ოქტომბერი, 2015

1iavnanaპაატა ბურჭულაძის მიერ დაარსებული საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “იავნანა” კიედვ ერთი საქველმოქმედო საღამოსთვის ემზადება.

ინფორმაციას ფონდის სამხატვრო ხელლმძღვანელი თეონა ჯორბენაძე ავრცელებს:

“ფონდი “იავნანა” და “საქართველოს ლატარიის კომპანია” 28 ოქტომბერს კონსერვატორიის მცირე დარბაზში ერთობლივ საქველმოქმედო აქციას გამართავენ. კონცერტში “იავნანას სალონი” მონაწილეობას მიიღებენ ფონდის სტიპენდიანტები და ის ახალგაზრდები, რომელთაც სხვადასხვა დროს ნაწილობრივ დაუფინანსდათ სწავლის საფასური და ბევრი მათგანი დღეს წარმატებით გამოდის მსოფლიოს პირველი კლასის თეატრების სცენაზე.

კონცერტზე “იავნანას სალონი” ცნობილი კომპოზიტორების ოპერებიდან არიებს შეასრულებენ სოლისტები: მიხეილ ქირია (ბარიტონი), მარიკა გულორდავა (სოპრანო), მარიამ როინიშვილი (სოპრანო), ირაკლი მურჯიკნელი (ტენორი), ოთარ ჯორჯიკია (ტენორი), ნუცა ზაქაიძე (მეცო-სოპრანო), მარიამ ნაჭყებია (სოპრანო), სალომე ჯიქია (სოპრანო), გიორგი წამალაშვილი (ბარიტონი).

ნიჭიერ სტუდენტთა წახალისების პროგრამას ფონდი “იავნანა” დაარსების დღიდან ახორციელებს. პროექტის ფარგლებში 850-ზე მეტ ახალგაზრდას დაუფინანსდა სწავლის საფასური და განსაკუთრებულად ნიჭიერ სტუდენტებს დაენიშნათ პაატა ბურჭულაძისა და ფონდის სტიპენდია, რომელიც 2015 წლიდან 300 ლარს შეადგენს.

“საქართველოს ლატარიის კომპანია” უერთდება აღნიშნულ პროექტს და 28 ოქტომბრის საქველმოქმედო კონცერტის დასასრულს კომპანიის ინიციატივით კიდევ 10 სტუდენტს დაუფინანსდება ნაწილობრივ სწავლის საფასური. ამ კომპანიამ 2014-15 წლებში ფონდთან ერთად მიმდინარე აქციის ფარგლებში სოციალურად დაუცველ 64 ოჯახს გაუწია დახმარება და საოცნებო ნივთი შეუძინა “იავნანას” მზრუნველობის ქვეშ მყოფ 236 ბავშვს, სხვადასხვა სახის დახმარება გაეწია 10 წარჩინებულ სტუდენტს.”