Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

იაკობ გოგებაშვილის იუბილე თბილისში აღინიშნება

8 ოქტომბერი, 2015

1iakob-gogebashvili-175საბავშვო მწერლის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის იუბილე თბილისში საიუბილეო საღამოთი აღინიშნება.

“დედა ენის” შემქმნელის 175 წლის იუბილეს 19 ოქტომბერს სპეციალური ღონისძიება მიეძღვნება. ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში გამართულ საიუბილეო საღამოში მონაწილეობას მიიღებენ მწერლები, პოეტები, მეცნიერები, ენათმეცნიერები, მსახიობები.

თეატრში ნაჩვენები იქნება ეპიზოდები ფილმიდან და სპექტაკლიდან „იავნანამ რა ჰქმნა“.
იაკობ გოგებაშვილის 175 წლის საიუბილეო საღამოს ავტორი მაყვალა გონაშვილია, რეჟისორი კი დიმიტრი ხვთისიაშვილი.