Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გურამ დოჩანაშვილის საჩუქარი მკითხველს

7 ოქტომბერი, 2015

1guramქართველი კლასიკოსი გურამ დოჩანაშვილი თავის ერთგულ მკითხველს საჩუქარს უმზადებს. მწერალი, რომლის ნაწარმოებების გამოსვლასაც ქართული საზოგადოება ყოველთვის მოუთმენლად ელოდება, მათ, ვისაც ლიტერატურა ძლიერ უყვარს, ახალი წიგნის პრეზენტაციაზე ეპატიჟება.

10 ოქტომბერს ზოოპარკში ცოცხალი კლასიკოსის ახალი გამოცემის წარდგინება გაიმართება. წიგნს მწერალი 13 ივნისის მოხალისეებს უძღვნის. „გივიზე“ – ასე ეწოდება გამოცემას, რომლის პერსონაჟიც მწერლის მეგობარი, 13 ივნისს ტრაგიკულად დაღუპული, ზოოპარკის თანამშრომელი გივი დვალია. გივი დვალი თითქმის მთელი ცხოვრება ზოოპარკში მუშაობდა და ცხოვრობდა.

– ყველას, ვინც გულთან მიიტანა ეს ტრაგედია, ვინც მიიჩნევს რომ თბილისი ერთია, გიწვევთ ზოოპარკში. გურამ დოჩანაშვილს სურს პირადად აჩუქოს თავისი ახალი წიგნი ყველა იმ ადამიანს, ვინც 13 ივნისის მოხალისეობრივ ფრონტს შეადგენს. 11 ოქტომბრიდან კი ყველა მკითხველს უფასოდ შეეძლება ამ წიგნის ელექტრონული ვერსიის saba.com.ge-დან ჩამოტვირთვა, – ნათქვამია პრეზენტაციისთვის გავრცელებულ საგანგებო განცხადებაში.