Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გოდერძი ჩოხელის პრემია საუკეთესოებს გადაეცათ

29 ოქტომბერი, 2015

choxelis-premiaგოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული პრემია წელს მეორედ გაიმართა. ლიტერატურული პრემია მინიატურის ჟანრში გასულ წელს დაარსდა.

კონკურსის სახელწოდება „ერთგულება“ გოდერძი ჩოხელის ერთ-ერთი მინიატურის მიხედვით შეირჩა. პრემია ყოველწლიურად გაიცემა. კონკურსის გამარჯვებულები სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა. საპრიზო ადგილებზე გასულებს ფულადი ჯილდოები გადაეცათ.

200-ზე მეტი საკონკურსო ნამუშევრიდან კომპეტენტურმა ჟიურიმ სამი საპრიზო და შვიდი საუკეთესო ნამუშევარი გამოავლინა. ჟიურის გადაწყვეტილებით, გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული პრემიის პირველი ადგილი ნინო ქადაგიძეს ერგო, მეორე – ბაჩო კვირტიას, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი მარიამ წიკლაური გახდა.

დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობდნენ თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „სინფონიეტა“, გოგა პიპინაშვილის ხელოვნების საყმაწვილო ცენტრი „არტ-ჰოლი“, რომელმაც ჩოხელის მოთხრობების მიხედვით დადგმულ სპექტაკლი წარმოადგინა, მსახიობებმა ნანა შონიამ, ნანა ხურითმა, ლილი ხურითმა და ზურა ყიფშიძემ გამარჯვებული მინიატურები წაიკითხეს.